ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ კირბალთან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმიანება.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მომხდარ ფატალურ ინციდენტს, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება დაუშვებელია. თანავუგრძნობთ ოჯახს“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.