„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს დათქმებით მიიღებს.
მისი თქმით, ევროპა კარგად ხედავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება "სუპერ უპასუხისმგებლოა", თუმცა იმასაც კარგად ამჩნევენ, რომ რამდენად დიდია ქართველი ხალხის მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი.
"ევროპა ხედავს საქართველოს ხელისუფლების სუპერ ეროგანტულ, სუპერ უპასუხისმგებლო, სუპერ რუსული ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, ევროპა ხედავს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ, ქართველი პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილის მზაობას რომ უახლოესი არჩევნების შემდგომ ორ კვირაშივე ჩვენ ყველა პირობა შევასრულოთ, რაც 12 პუნქტიდან ვერ შესრულდა და რაც კიდევ იქნება.
ევროკავშირისთვის იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც საქართველოშია, ვერ და არ იქნება საიმედო პარტნიორი, ვისთანაც სერიოზულ, გრძელვადიან თემებზე შეიძლება საუბარი"- ამბობს უსუფაშვილი.
რვა ნოემბერს ევროკომისია საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას დადებს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება კი დეკემბერში გადაწყდება.