იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო ჯერ არ მოსულა, მაგრამ „იმედი ბოლოს კვდება“. ამის შესახებ მან Quotidiano Nazionale-თან განაცხადა.
„უკრაინა ინრძვის თავისი სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე იცავს საერთაშორისო სამართალს...
ცხადია, რომ გრძელვადიანი მშვიდობა არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ სამხედრო მოქმედებებზე. საჭიროა პოლიტიკური „ზავი“. ამის დრო ჯერ არ მოსულა, მაგრამ "იმედი ბოლოს კვდება", - თქვა კროზეტომ.
მისი თქმით, ახლა უკრაინაში რუსეთის ომზე ყურადღება შემცირდა, მაგრამ არა პოლიტიკურ, არამედ მხოლოდ მედიის დონეზე.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ კიევისადმი დასავლეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერა არ შეცვლილა.
მანამდე NBC News იუწყებოდა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკრაინულ წრეებთან, რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის განხილვა დაიწყეს .
თუმცა ჯერ კიდევ სექტემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა ვერ აწარმოებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს პუტინთან, რადგან მისი ნდობა არ შეიძლება.