უკრაინა ვერ გრძნობს საერთაშორისო დახმარების შესუსტებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანულ ტელეარხ ZDF-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვერ ხედავს, რომ უკრაინის მიმართ მხარაჭერა მცირდება. „ახლო აღმოსავლეთში ომის მიუხედავად, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა არანაირად მცირდება, - აღნიშნა კულებამ
კულებას თქმით, პირიქით, კიევმა, „მიიღო გარანტიები ყველა დონეზე, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება“. ამის შესაძლებლობა აქვთ პარტნიორებსაც, აღნიშნა მინისტრმა. უკრაინა იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდება, თუმცა აღიარებს, რომ "გარემოებები შეიძლება შეიცვალოს".
"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით მეტი რესურსი დასჭირდება", - დასძინა კულებამ ახლო აღმოსავლეთის შესახებ საუბრისას. თუმცა, მისი აზრით, „მთავარ დედაქალაქებში არის ძალიან მკაფიო გაგება იმისა, თუ რა დევს სასწორზე - როგორც უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში“. უკრაინის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ამ რეგიონების უსაფრთხოებას,
უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესახებ დისკუსიასთან დაკავშირებით, კულებამ აღნიშა, რომ გასაგებია გერმანიის პოზიცია, რომელსაც დრო სჭირდება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მისი თქმით, კიევი ამას პატივს სცემს.
კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს Taurus-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე. „ჩვენს სიტყვას ვასრულებთ“, - თქვა მან.