აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს მიაჩნია, რომ ისრაელი ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი. იუწყება CNN
კირბის შეკითხვა დაუსვეს აქვს თუ არა თეთრ სახლს იგივე პოზიცია მას შემდეგ, რაც ისრაელმა ორ დღეში ორჯერ დაარტყა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკს, კირბიმ უპასუხა:
"ჩვენ ვხედავთ, რო მ თავიანთიოპერაციების ფარგლებში, ისინი ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი. მე არ მითქვამს, რომ მათი ქმედებები მსხვერპლს არ იწვევს. თითოეული მათგანი არ უნდა ხდებოდეს და ჩვენ ამის შესახებ ძალიან მკაფიო ვიყავით", - აღნიშნა კირბიმ.
მისივე თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები ისრაელელ კოლეგებთან საუბრისას ხაზს უსვამენ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელობას.