არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან, - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ უმრავლესობის წევრების განცხადებებთან დაკავშირებით თქვა.
მოდი, ვთქვათ სიმართლე და სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში, ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდანაც სერიოზულ პროკაციებს მოჰყვა, თუმცა, ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც მართლაც შეიძლება რაღაც ნორმები ირღვევა ეთიკის და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს, ეს უნდა ვაღიაროთ კიდეც და მე მგონია, ჩვენი თანაგუნდელები, ეს ემოციური ფონი რომ ჩაცხრება ცოტა, ამას გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ ამაში.
ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ მიიღებენ ისეთ პოზიციას, რომ ვინმე ამართლებს, პირიქით, ხაზგასმით ვამბობ, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რას მოჰყვა ეს ყველაფერი, ოღონდ ამაზე ცალკე კამპანიას ნუ ააგებს ოპოზიცია, იმიტომ, რომ ყველას მოეთხოვება, დაიცვას ეთიკა, დაიცვას კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა, ოღონდ გამართლება არ აქვს", - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს.