პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს.
"გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული ადამიანი, ამავდროულად, ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი. შეიძლება, იყო მსჯავრდებული ადამიანი, მათ შორის ძალიან მძიმე დანაშაულისგან დაცლილი, მაგრამ იყო ღირსებისგან დაცლილი, იყო უფარჩაკესი...შენ ხარ ბანძი, შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალა ხარ. არ გეტყვი იმას - იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი ახლა", - უთხრა ღუდუშაურმა დეპუტატს მას შემდეგ, რაც წითლიძემ მას "დებილი" უწოდა.
ირაკლი ბერაია თავს დაესხა თეონა აქუბარდიას.
"რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ყოველთვის მოიხსენიებს ბოლო ერთი წელია ჩვენს კომიტეტს და მეც არცთუ ისე, რა თქმა უნდა, სახარბიელოდ, მე არ მინდა ის სიტყვები ვთქვა, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღებისა და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომისა და გამოთრობის საშუალება და გაშხლართვის - და ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ. და შესაბამისად, მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს", - განაცხადა ბერაიამ.