"მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან", - ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს მიმართა. მან მოითხოვა დააყენონ ბერაიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
„ყველაზე მინიმალური რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მისი ამ ამორალური თავდასხმის გამო, რომელიც სუს-ისგანაა ორგანიზებული, დაატოვებინოთ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა",- მიმართა ბოკუჩავამ პაპუაშვილს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს.