ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, რათა ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა შესაძლებელი გახდეს.
„ღაზა სრულად ჩაბნელებულია და იზოლაციაშია მძიმე დაბომბვების პარალელურად. გაერო-ს პალესტინელი დევნილების დახმარების სააგენტო გვაფრთხილებს ელექტროენერგიის, საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენილი ღაზას ხალხის სასოწარკვეთილ მდგომარეობის შესახებ. ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპნენ
ჩვენ ვგმობთ ყველა თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ განურჩეველი სარაკეტო თავდასხმების გაგრძელებას და ვითხოვთ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“, - წერს ბორელი ტვიტერში.