კი, მე მონა ვარ, ოღონდ ღვთისა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ტვ პირველს განუცხადა.
ირმა ზავრადაშვილს კომენტარი სთხოვეს „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივი პლატფორმის, „მონა.ჯის“ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ, რომლის მიხედვით, ხოშტარია-ჯაფარიძის სიაში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" ის დეპუტატები შევიდნენ, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ინიციატორები არიან, მათ შორის არის ზავრადაშვილიც.
ირმა ზავრადაშვილის თქმით, მ ეტაპზე სერიოზულად არ აღიქვამს ხოშტარია-ჯაფარიძის სიას.
„საიდან დავიწყო შეფასება არ ვიცი. საერთოდ ცხოვრებაში ნაცები რომ არ გლანძღავენ, ე.ი. სწორედ არ ცხოვრობ. რაც შეეხება მონა.ჯი-ს, სერიოზულად ნუ გამაკეთებინებ კომენტარს, რა მონა.ჯი, რის მონა.ჯი.
მართლა რუსეთის დაქირავებული მონებისგან დაქირავებულ საიტზე ჩემი სახელის და გვარის დაწერა ჩემთვის მტკივნეული რატომ უნდა იყოს, მეხუმრებით?
სერიოზულად არც შემიხედავს, კონფერენციაზე ვიყავი და ახალი გაგებული მაქვს, ეს ჩემი ახალი, ძვირადღირებული სტატუსი და ჯერჯერობით, მხოლოდ ვიცინი და ვნახოთ, რა ხასიათზე დავდგები. რეალურად, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა რომ არ გლანძღავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდად ცხოვრობ.
ე.ი. დამაწინაურეს? კოლექტიური ნაცმოძრაობის კრიტერიუმებით დაწინაურებული გამოვდივარ.
სასაცილოა ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იმ რაკურსით, როცა მართლა რუსეთიდან დაფინანსებული რუსეთის აგენტები მტვირთავენ მონა.ჯი-ში.
კი, მე მონა ვარ, ოღონდ ღვთისა,“ - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.