ბორდს, თავმჯდომარის და სხვა ყველა დანარჩენ პოზიციას, რომელიც დღეს არის პარტიაში, ნულოვანი მნიშვნელობა ექნება. საერთოდ არ მიხარია, მაგრამ ეს შემდგარი ფაქტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ დღეს ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია მერაბიშვილ-კეზერაშვილით, ამ მოცემულობისგან შორს ვართ.
„თუ ვინმეს ჰგონია, დღეს ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია მერაბიშვილ-კეზერაშვილით, ამ მოცემულობისგან შორს ვართ. ბორდთან მიმართებაში ვერავითარი სერიოზული დისკუსია ვერ მექნება, რადგან ამ მოცემულობაში ფორმალობაა, არაფრის მქონე სტატუსია ეს ბორდი. კონფიგურაცია, რომელიც დღეს არის პოლიტიკურ ველზე, არ არის საკმარისი, რათა ხელისუფლება დამარცხდეს და ჩვენი თვითმიზანი სწორედ ხელისუფლების დამარცხებაა. სწორი ალტერნატივა უნდა იყოს შეთავაზებული ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორი პლატფორმიდან, რადგან უკვე ამისი დროა. ის ადამიანები, რომლებიც, პირობითად, არ ვექვემდებარებით არც დირექტივებს, არ ვიხიბლებით ფულიანი ბიზნესმენების შეკრებებით და ა.შ. ეს არის ალტერნატივა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ბაჩო დოლიძის თქმით, არ იცის, ვინ ჩაანაცვლებს ლევან ხაბეიშვილს, თუმცა მისი შეცვლის მცდელობა იქნება.
„ლევანს რთული პერიოდი ელოდება, განსაკუთრებით, რამდენიმე თვე, მისი ჩანაცვლების მცდელობები ნამდვილად იქნება, ოღონდ არ ვიცი, ვინ იქნება მისი ჩამნაცვლებელი. ბევრის თვალში – და სწორედ იმ ადამიანების თვალში, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა – ლევანმა შეასრულა თავისი ფუნქცია და უკვე დროა, გვერდზე გავიდეს. ეს ჩანს და აშკარაა. რამდენად გაუძლებს ამ ყველაფერს, არ ვიცი. ვინ მოიაზრება მის შემცვლელად, არ ვიცი, სპეკულაციებში არ შევალ. აბსოლუტურად ველოდები, რომ შიგნიდან, როგორც მელიაზე იყო აგორებული შავი პიარი, მათ შორის, მასზეც იქნება. იქნება, რადგან ყველაზე მეტად ლევანი უშლის ბევრ ადამიანს და მოსალოდნელიც იყო, მან იცოდა, რასაც აწერდა ხელს. რაც შეეხება ნიკას {გვარამიას}, არ მქონია მასთან საუბარი, ვიცი საჯარო პოზიციები, რომ მისთვის მიუღებელია ის ფორმა, რომელიც დღეს არის. შესაბამისად, არც მე ვარ ახლოს იმასთან, რომ ნიკას მართვა შესაძლებელია. შეიძლება, სურვილი ბევრს ჰქონდეს, მაგრამ მარტივი ამბავი არ მგონია“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.