ის ორმოქმედებიანი პოლიტიკური ცირკი, რომელიც დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოში, დასრულდა დღეს საქართველოს პარლამენტში და დასრულდა ივანიშვილის მარცხით, რადგან მან ვერ მიაღწია მის მთავარ მიზანს, რომ იმპიჩმენტი შემდგარიყო, თუმცა მიაღწია იმას, რომ ქვეყანას მიადგა ძალიან დიდი ზიანი, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ განაცხადა ფრქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, ზიანი მიადგა ევროინტეგრაციის პროცესს.
„ის ორ მოქმედებიან პოლიტიკური ცირკი, რომელიც დაიწყო ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, სადაც არ არსებობდა სამართლებრივი მდგენელი, დღეს საქართველოს პარლამენტში დასრულდა და დასრულდა ივანიშვილის მარცხით, რადგან მან ვერ მიაღწია მის მთავარ მიზანს, რომ იმპიჩმენტი შემდგარიყო, თუმცა მიაღწია იმას, რომ ქვეყანას მიადგა ძალიან დიდი ზიანი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის. იცით, რომ გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა მიიღოს სულ რაღაც ორ კვირაში კანდიდატის სტატუსის შესახებ, იცით რომ ჟოზეფ ბორელმა რომელსაც შევხვდით, მათ შორის ამ პარლამენტში, განაცხადა რომ იმპიჩმენტის პროცესი ძალიან ნეგატიურად არის აღქმული ბრიუსელში და შესაბამისად, ეს არის წინაღობა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ამაზეც ისაუბრა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც დღეს და ამ მზიანს მიაღწია ივანიშვილმა, რომ ზიანი მიაყენა საქართველოს ევროპულ არჩევანს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყო ძალიან მტკიცე, მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ჩვენ გვესმოდა სპეკულაციები და ბრალდებები ჩვენი ფრაქციის წინააღმდეგ, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ამ პოლიტიკური ცირკის გამოცხადების პირველივე დღიდან განვმართეთ საზოგადოებისთვის - ჩვენ არ მივიღეთ ამ პოლიტიკური ცირკის მოქმედებაში მონაწილეობა, არც რეგისტრაციაში, არც განხილვაში და არც კენჭისყრის პროცედურაში, „ოცნებამ“ კი მორიგი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც მიიღო მაგალითად „რუსულ კანონზე“, ასევე დღესაც დაამტკიცა, რომ რეალურად დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს რუსული რეჟიმი, რომელიც ასრულებს რუსულ დავალებებს და რომელიც მიზანმიმართულად აფერხებს ჩვენი ქვეყნის სვლას ევროპისკენ,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.