მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც ფიქრობთ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ, ანუ სააკაშვილმა დაიწყო? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს.
“მოლოდინი არ მაქვს რა თქმა უნდა, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა, მაგრამ მაინც ვიკითხავ. მე 2018 წლის განცხადებები მინდა გავიხსენო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
ასეთი განცხადება გააკეთა მაშინ სალომე ზურაბიშვილმა:
ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების, ანუ საუბარი იყო იამზე, რომ აგვისტოს ომი დაიწყო საქართველომ .
მეორე განცხადება, რომელიც 8 აგვისტოს გაკეთდა - შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია? უგუნურება, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება. აქ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი და მადლობა ღმერთს, რომ საქართველო არ არის ნახსენები.
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ნაცმოძრაობამ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ზუსტად იგივე პოზიციას დაუჭირა მხარი და თვითონვე თქვეს რომ ომი თავად დაიწყეს, 2018 წლეს მათ მსგავსი განცხადებების გამო ჯაშუშად, რეზიდენტად და აგენტად გამოგაცხადეს.
მე მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ეს ძალიან პრინციპული საკითხია. ასევე მინდა დავაზუსტო, თუ გაექცევით ამ კითხვაზე პასუხს, დუმილს მივიღებთ ყველა , ალბათ საზოგადოება თანხმობის ნიშნად, რომ კვლავაც ძველ პოზიციაზე რჩებით და მიგაჩნიათ, რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ- ანუ სააკაშვილმა, როგორც გინდათ“,- მიმართა კობახიძემ პრეზიდენტს.