პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს, რომ მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ, „კანონი და სამართლიანობა“ იმარჯვებს 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გმადლობთ, გაუმარჯოს პოლონეთს“, – წერს მორავიეცკი.
მანამდე ოპოზიციონერმა ლიდერმა და პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
მანამდე ოპოზიციონერმა ლიდერმა და პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ, „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ხმების 36.8 პროცენტი, ხოლო „სამოქალაქო კოალიციამ“ 31.6 პროცენტი მოიპოვა.
მედიის ცნობით, აღნიშნული მონაცემები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს თუ დაემთხვევა, შესაძლოა, მთავრობის სათავეში ოპოზიციის გაერთიანებული კოალიცია მოვიდეს.