ეს არის ბოროტი დროების დასასრული, ეს არის პარტია „კანონის და სამართლიანობის“ დასასრული, ჩვენ ეს გავაკეთეთ. მოვიგეთ დემოკრატია, თავისუფლება, ჩვენი თავისუფალი საყვარელი პოლონეთი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა და პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მან პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, მისი თქმით, ეს დღე ისტორიას დაამახსოვრდება.
„ეს არის ბოროტი დროების დასასრული, ეს არის პარტია „კანონის და სამართლიანობის“ დასასრული, ჩვენ ეს გავაკეთეთ. მოვიგეთ დემოკრატია, თავისუფლება, ჩვენი თავისუფალი საყვარელი პოლონეთი. ეს დღე ისტორიას დაამახსოვრდება, როგორც ნათელი დღე“, – აღნიშნა ტუსკმა.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ხმების 36.8 პროცენტი, ხოლო „სამოქალაქო კოალიციამ“ (KO) ხმების 31.6 პროცენტი მოიპოვა.
მედიის ცნობით, აღნიშნული მონაცემები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს თუ დაემთხვევა, შესაძლოა, მთავრობის სათავეში ოპოზიციის გაერთიანებული კოალიცია მოვიდეს.