სწორედ ხოშტარია-ჯაფარიძე არიან ნომერ პირველი აგენტები და მონები, მათი მცდელობა, რომ სხვაზე გადაიტანონ ისრები, წარუმატებლობისთვის არის განწირული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ისინი მარტში იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომლის მიზანი იყო საიტის – ფარა.ჯი-ს ან აგენტი.ჯი შექმნა. მაშინ, თქვეს, რომ სტიგმატიზაცია იყო საშინელება, უბედურება და ა.შ. ახლა ისინი ქმნიან მონა.ჯი-ს. სინამდვილეში, მთავარი მონა არის აგენტი. სწორედ ხოშტარია-ჯაფარიძე არიან ნომერ პირველი აგენტები. შესაბამისად, ისინი არიან ნომერ პირველი მონები. რაც თავად აწუხებთ, ცდილობენ, ის გადაიტანონ სხვებზე. რა თქმა უნდა, პირველი მონები არიან ჯაფარიძე და ხოშტარია. თან საინტერესო რა არის? – ხოშტარიას თითქოს ყველაფერ რუსულზე მძიმე რეაქციები აქვს და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებას იღებს. ასეთი ორმაგი სტანდარტი იმაზე მიუთითებს, რომ მართლა მონა და აგენტია. მათი მცდელობა, რომ სხვაზე გადაიტანონ ისრები, წარუმატებლობისთვის არის განწირული. რევოლუციური გეგმის შემადგენელია – ადამიანების სტიგამტიზაცია, ადამიანების გაშავება. განსაკუთრებით აქცენტი კეთდება სამართალდამცავებზე, სასულიერო პირებზე. რატომ? – ისინი ძირითადად ორ რამეს ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას. ეს რევოლუციური გეგმის ნაწილია, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა შეარყიო ყველაფერი, რაც უკავშირდება ქვეყნის სიძლიერეს – სახელმწიფო და ეკლესია. ეს არის მათი რევოლუციური გეგმის ნაწილი და ეს ყველაფერი სახეზეა“, – განაცხადა კობახიძემ.