აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი თელ ავივში ჩავიდა.
როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ოსტინი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანთს.
ლოიდ ოსტინის თანმხლები თავდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს სურს, ხაზი გაუსვას აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ისრაელელი ხალხის მიმართ. მათივე თქმით, აშშ მზადაა, დარწმუნდეს, რომ ქვეყანას ყველაფერი აქვს, რაც თავის დასაცავად სჭირდება.
ოფიციალური პირების განცახდებით, აშშ-მა უკვე მიაწოდა ისრაელს მცირე მანძილზე მოქმედი ჭურვები, ბომბები და ჩამჭრელი რაკეტები „რკინის გუმბათის“ სისტემისთვის. ისრაელი ასევე მიიღებს სხვა საბრძოლო მასალასაც.