საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე, ყოველ ჯერზე ეს ახალი ადგილი აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. არამარტო ბუნებაზე და სილამაზეზე მაქვს საუბარი, არამედ წინსვლაზე და პროგრესზე, - მის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად.
„საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე, ყოველ ჯერზე ეს ახალი ადგილი აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. არამარტო ბუნებაზე და სილამაზეზე მაქვს საუბარი, არამედ წინსვლაზე და პროგრესზე, დიდი ენთუზიაზმია და დიდი სიამოვნებით ვხედავ ამ წინსვლას. პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად არის უზრუნველყოფილი და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია. ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ არის ამის მასაზრდოებელი წყარო. მთავრობის ნათელი ხედვა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, განვავითაროთ ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, კეთილდღეობა მოსახლეობის იზრდება.
მე, როგორც საქართველოს მეგობარს, მთელი გულით მიხარია და ვულოცავ ბატონ პრემიერს ყველა ამ მიღწევას. ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს ძმები. მადლობას გიხდით ამ კეთილი მასპინძლობისთვის და გიწვევთ აზერბაიჯანში“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.