ხვალ, 22 დეკემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და ამერიკის ელჩი საქარველოში ჯონ ბასი შიდა ქართლში აღდგელი ძეგლებს მოინახულებენ.
აშშ-ის ელჩის კულტურის დაცვის ფონდის (AFCP) მხარდაჭერით შიდა ქართლში სოფელ ტირძნისის XI საუკუნის სამებისა და სოფელ არბოს X საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სრულად აღდგენილია, აღდგენის შედეგად კულტრული მემკვიდრეობის ორივე ძეგლში წირვა-ლოცვა აღევლინება.