25 ნოემბერს, 17:00 საათზე ბაია გალერეაში ომარ სააკაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენის გახსნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გალერეიდან აცნობეს იმავე დღეს მოეწყობა გრაფიკული ნამუშევრების ალბომის - "ფერადი სურნელი", პრეზენტაცია.
ომარ სააკაშვილი დაიბადა 1942 წლის 27 აპრილს ქ. კასპში. დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. 1968 წელს დაამთავრა მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტი ტრიკოტაჟის ნაწარმის მხატვრული გაფორმებისა და მოდელირების სპეციალობით. 1968-82 წლებში მუშაობდა საქართველოს მოდელების სახლში მხატვარ-მემოდელედ. 1971 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.1974-2006 წლებში მუშაობდა პედაგოგად თბილისის სამხატვრო აკადემიის ქსოვილებისა და მოდელირების კათედრაზე.1982-1986 წლებში მივლინებული იყო პედაგოგად ალჟირის მსუბუქი მრეწველობის ნაციონალურ ინსტიტუტში. 2002 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
1970-78 წლებში მონაწილეობა მიიღო პარიზის, ბერლინის, პლოვდივის, ბრნოს, ზაგრების საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო გამოფენებში. 1974 წელს, პლოვდივის მოდის II საერთაშორისო ფესტივალზე, მისი მოდელები დაჯილდოვდა მთავარი პრიზით, 4 ოქროს მედლით და დიპლომით. 1978 წელს, ბრნოს მოდის საერთაშორისო ფესტივალზე, დაჯილდოვდა პრიზით `ოქროს ლენტი~.
მხატვრის პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (1977, 1987, 2002, 2007, 2008), ალჟირში (1985, 1986), მოსკოვში (1987), კასპში (2004).