ევროპული საქართველოს წევრმა, ბესიკ დონაძემ საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას აქციზის გადასახადის გაუქმებისკენ მოუწოდა.
როგორც ბესიკ დონაძემ აღნიშნა, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საწვავის ფასი გაუჩერებლად ძვირდება.
მისი თქმით, შეიძლება აღინიშნოს, რომ საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა.
„საწვავის ფასის მომატება გამოიწვევს ყველაფრის გაძვირებას: საყოფაცხოვრებო ნივთების, ტრანსპორტის, პროდუქტებისა და ა.შ, რაც მძიმედ დააწვება საქართველოს მოსახლეობას.
ევროპული საქართველო მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც მყისიერად გამოიწვევს საწვავის ფასის 40 თეთრით კლებას. აღნიშნული ქმედება მცირედით შეუმსუბუქებს მოსახლოებას გაძვირებულ ცხოვრებას და უფრო მეტი თანხა დარჩება მათ ჯიბეში“ - თქვა ბესიკ დონაძემ.