ქართული მხარე ახალგორში ლარის მიმოქცევის აკრძალვასსთან დაკვშირებით მარიონეტული რეჟიმის მცდელობის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდის.
როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენ"-ს განუცხადა, სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლაა ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლის ამოქმედებას მარიონეტული რეჟიმების უკანონოვბის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე შეუძლია.
"მარიონეტული რეჟიმების მხრიდან არცერთი ქმედება გამორიცხული არ არის. ასე რომ არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა იმაში, რომ კონფიქტის რეიგონში შესაძლოა ლარის მიმოქცხევა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგოდ გავაკეთებთ იმას რასაც დღესაც ვაკეთებთ - ძალიან ინტენსიურ, დიპლომატიურ ზეწოლას მოვახდენთ რუსეთის მხარეზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპანტია",- განმარტა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოსი სეპარატისტები ახალგორის რაიონში საქართველოს ეროვნულ ვალუტას ლარს მიმოქცევიდან იღებენ.
სეპარატისტების გადაწყვეტილებით, ქართული ფულადი ერთეულის მიმოქცევა ახალგორის რაიონში 2011 წლის 10 იანვრიდან შეწყდება.