საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტუმრობს.
ხოსე მარია აზნარი თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. მას აეროპორტში ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი დახვდა.
ესპანეთის ყოფილი პრემიერი დღეს წეროვანს ეწვევა, სადაც დევნილებს მოინახულებს. მოგვიანებით ის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგის გამართვა.