საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ კომენტარს აღნიშნულზე არ გააკეთებს. "ეს თემა ჩვენს ინტერესთა სფეროში არ შედის",-აცხადებს მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრი ბიწაძის ინტერვიუ, სადაც ბიწაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ოპოზიციას, კერძოდ, კი ლევან გაჩეჩილაძეს აქციების შეწყვეტისთვის რამდენიმე მილიონი გადაუხადა.