საქართველოს პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტი, ინფლაციასთან დაკავშირებულ სამთავრობო გეგმას, ორ კვირაში წარუდგენს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტები ეკონომიკურ საკითხებზე გაკეთდა და მთავარი თემა ინფლაციის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გეგმის შემუშავებას შეეხებოდა. მინისტრთა კაბინეტს პრეზიდენტმა დავალება მისცა, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნული გეგმა უნდა გაიწეროს", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი გეგმის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათ შორის გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობისთვის, რადგან ისინი მსოფლიოში ფასების მატების პროცესის მძიმე შედეგებისგან ყველა ბერკეტის გამოყენებით იყვნენ დაცულები.
მისივე თქმით, ხელისუფლებას პრეზიდენტმა ასევე დაავალა, გააგრძელოს მუშაობა ადმინისტრაიცული ხარჯების შემცირების მიმართულებით და სტრუქტურული ცვლილებების პროექტი წარადგინოს. აღნიშნულზე სააკაშვილმა სათაფლიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"სტრუქტურული ცვლილებების პროექტის მომზადება, რომელიც პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, პირველ რიგში ბიუროკრატიული პარატის შემცირებას გულისხმობს" ,- აღნიშნა მანჯგალაძემ.