M1 Abrams-ის ტიპის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაშია. ამის შესახებ New York Times-ი ანონიმ ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. წყაროების თქმით, ტანკები უკრაინაში შაბათს, 23 სექტემბერს გაიგზავნა. მათ ტექნიკის ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებიათ, თუმცა ეს არის პირველი 31 ტანკიდან, რომელსაც აშშ უკრაინას იანვარში დაპირდა.
წყაროების ანონიმურობა აიხსნება იმით, რომ ამის შესახებ ოფიციალურად განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პირველი ტანკები უკრაინაში მიმდინარე კვირაში ჩავა.