პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა.
ამის შესახებ მორავიეცკიმ ქალაქ სვიდნიკში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
პოლონეთის პრემიერმა საუბარი დაიწყო უკრაინასთან ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ომი ევროპის უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენ ეს ვიცით და ვეხმარებით, ვუგზავნით იარაღს, ორგანიზებას ვუწევთ იარაღის მიწოდებას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა იარაღით ჩვენს ქვეყანას ვამარაგებთ. თუმცა ჟეშუვის ჰაბი - სპეციალური ლოჯისტიკური ცენტრი მუშაობდა, მუშაობს და იმუშავებს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“, - განაცხადა მორავიეცკიმ.
შემდეგ მან ზელენსკის მიმართა, რომ „მან აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ გაეროში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პოლონელები ამის უფლებას არასდროს მისცემენ“, - აღნიშნა მორავიეცკიმ.
19 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ასამბლეაზე განაცხადა, რომ „ევროპაში ზოგიერთი ადამიანი სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში, მარცველულის მიწოდების თრილერად გადაქცევით, ფაქტობრივად ამზადებს სცენას მოსკოვის მსახიობისთვის“.
ამ განცხადების გამო პოლონეთმა უკრაინის ელჩი დაიბარა.
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებს შეხვდა და მოუწოდა დაუყოვნებლივ აღმოფხვრან ერთმანეთთნ უთანხმოება მთელი რეგიონის უსაფრთხოებისათვის.