პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მათეუშ მორავიეცკის სიტყვები უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის შესახებ არასწორად გაიგეს.
მორავიეცკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინას აღარ მიაწვდის შეიარაღებას და ორიენტირებული იქნება საკუთარ თავდაცვით საჭიროებებზე. აღნიშნული განცხადება კიევსა და ვარშავას შორის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე გაჟღერდა.
თუმცა, როგორც სააგენტო AFP იუწყება, დუდამ განაცხადა, რომ მორავიეცკი არ გულისხმობდა იარაღის მიწოდების სრულ შეწყვეტას.
„მორავიეცკის სიტყვები ყველაზე ცუდი ფორმით იქნა ინტერპრეტირებული. ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრმა იგულისხმა, რომ უკრაინას არ გადავცემთ ახალ იარაღს, რომელსაც ამჟამად ვყიდულობთ პოლონეთის არმიის მოდერნიზაციისთვის“, - განუცხადა დუდამ პოლონურ ტელეკომპანია TVN24-ს.