დღეს, 21 დეკემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" ხატვის კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნახატების გამოფენა გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება 80-მდე ნამუშევარი. ღონისძიება პროექტის "ბავშვები და ხელოვნება" ფარგლებში ტარდება.
კონკურსში გამარჯვებული 21 ბავშვი ეწვევა თბილისს ორდღიანი ვიზიტით და მონაწილეობას მიიღებს საზეიმო ღონისძიებებში. პროექტში მონაწილეობა მიიღო 340-ზე მეტმა ბავშვმა.
პროექტი განხორციელდა 2010 წლის თებერვალ-დეკემბერში "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი და გარემოს~ მიერ. პროექტის მიზანი იყო ხელოვნების მძლავრი ზეგავლენის მეშვეობით ხელი შეწყობოდა სოციალურად დაუცველი ბავშვების ინტეგრაციას საზოგადოებაში.
პროექტის ფარგლებში ა/ო "ბავშვი და გარემოსთან~ არსებული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "ბეღურების~ აღსაზრდელებმა უჩვენეს სპექტკლი "მძინარე მზეთუნახავი~ დიღმის, სურამის, წყნეთის, ასპინძის ბავშვთა სახლებში, წეროვანის იძულებით გასაადგილებულ პირთა დასახლების სკოლაში და სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრ "ცისარტყელაში~. სპექტაკლების ჩვენების პარალელურად ხსენებულ საბავშვო დაწესებულებებში ტარდებოდა ხატვის გაკვეთილები თემაზე "შენი თვალით დანახული სამყარო".
ცენტრ "ბეღურების~ აღსაზრდელებმა დადგეს ახალი სპექტაკლი "სათაგური~, რომლის პრემიერასაც 22 დეკემბერს, 15:00 საათზე, "თეატრი ათონელზე'' უმასპინძლებს.