ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა, სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.
„დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის მთიანი ყარაბაღის ყოფილი ოლქიდან.
აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის“, - წერს შარლა მიშელი ტვიტერში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო. ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.