ხელისუფლება თუ არჩეულ გზას გააგრძელებს, რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი იქნება, მაგრამ ეს თუ მოხდება, ისევ „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ „ქართულ ოცნებას“ რევოლუციები ელანდება, კანონზომიერებაა, რადგან დემოკრატიისგან როცა გადაუხვევ, ბუნებრივია, ერთადერთი საფრთხე რევოლუცია გაქვს.
„სუსი-ს განცხადება საკმაოდ კომიკურად გამოიყურება. „ქართულ ოცნებას“ რომ რევოლუციები ელანდება, კანონზომიერებაა, რადგან დემოკრატიისგან როცა გადაუხვევ, ბუნებრივია, ერთადერთი საფრთხე რევოლუცია გაქვს. სად გინახავთ, რომ ერთი პარტია მეორეს რევოლუციის მოწყობაში ადანაშაულებდეს? ინგლისში ასეთ რამეს ხომ ვერ იპოვით? დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი რაღაც არ ხდება. ავტორიტარულ ქვეყნებში – რამდენიც გინდათ, პუტინს სულ რევოლუციები ელანდება. ხელისუფლება თუ არჩეულ გზას გააგრძელებს, რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი იქნება, მაგრამ ეს თუ მოხდება, ისევ „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.