ლიბიის აღმოსავლეთით წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა, 20 ათასზე მეტი კი დაკარგულად არის მიჩნეული.
გაეროს წარმომადგენლის თქმით, ქვეყანა განიცდის "ეპიკური მასშტაბის კატასტროფას".
საპორტო ქალაქ დერნას მერის შეფასებით, 18-დან 20 ათასამდე ადამიანი დაიღუპა მდინარე დერნას ორი კაშხლის გარღვევის შედეგად.
მისივე თქმით, საჭიროა სპეციალისტების ჯგუფების გამოყოფა დაღუპულთა ცხედრების გამოსაყვანად.
სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, ჰიშემ აბუ ჩკიუატის განცხადებით, გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, გაორმაგდეს.
გაერო ადგილობრივ ხელიუფლებას დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებების გავრცელების საშიშროების შესახებ აფრთხილებს.
ლიბიის მთავრობის ადმინისტრაციამ მოითხოვა ორი კაშხლის ჩამონგრევის გამოძიება, რამაც კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია.