ორპირ კარში ყოფნა ძალიან საშიშია, ორპირმა ქარმა იცის გაციება, ეს მდგომარეობა სწორი არ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვესკახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც კალაძემ თქვა: „ნატო-ს წევრობა არის ერთადერთი, რაც საქართველოს უსაფრთხოებას დაიცავს, არ გვინდა ეს ღია კარი, თუ რამის თავი და ერთი ადგილი გაქვთ, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა ალიანსში“.
კობახიძის თქმით, იმედი აქვს, ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი.
„ზოგადად შემიძლია, გითხრათ, ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, ღია და ორპირ კარში ყოფნა არის ძალიან საშიში. იმედი მაქვს, ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.