საქართველოს ერთადერთი რაც დაიცავს, უსაფრთხოების გარანტია, ეს არის ნატო-ს წევრობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მიღების შესახებ.
"საქართველოს ერთადერთი რაც დაიცავს, უსაფრთხოების გარანტია, ეს არის ნატო-ს წევრობა. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მზად ვართ ბატონო, არ გვინდა ეს ღია კარი და გვესმის უკვე წლებია, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა. თუ აქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და გახადეთ ჩვენი ქვეყანა ნატო-ს წევრი", - ამბობს კალაძე