საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 21-24 დეკემბერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ცნობილი კინორეჟისორის, გიორგი შენგელაიას მასტეკლასი.
4-დღიანი მასტერკლასის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს რეჟისორის სცენარზე მუშაობის პრინციპები და შეასწავლოს მათ ეს უნარები, თუ როგორ განავითარონ გზა სცენარიდან გადასაღებ მოედნამდე. მასტერკლასს 50-მდე სტუდენტი დაესწრება.
მასტერკლასი ჩატარდება უნივერსიტეტის მეორე კორპუსში (აღმაშენებლის 40), 14:00-იდან 17:00 საათამდე.