ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს სუბიექტური, ძალიან მიკერძოებული ინტერესი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, გვინდა, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღება მარტივად რომ ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაამაგრებს, ჩვენს რეიტინგზეც აისახება და ა.შ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დააკვირდით ოპოზიციის რიტორიკას. მათი მედიასაშუალებების რიტორიკას, მუდმივად საუბრობენ, რომ საქართველოს არ ეკუთვნის სტატუსი, შესაბამისად არ უნდა მივიღოთ ეს სტატუსი. ძალიან კარგად ჩანს, ვის რა სუბიექტური ინტერესები აქვს. ჩვენ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გავმაგრდებით კიდევ უფრო მეტად სტატუსის მიღების პირობებში. ოპოზიციას ჭირივით ეშინია კანდიდატის სტატუსის, რადგან ჩვენ გავმაგრდებით. ერთი და იმავე მიზეზი გვაქვს ხომ? ჩვენ სუბიექტური მიზეზი გვაქვს მივიღოთ, და ზუსტად იგივე მიზეზის გამო ოპოზიციას არ უნდა, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მარტივად არის ეს ყველაფერი, დანარჩენი არის ცარიელი სპეკულაცია. კუბილიუსებს და სააკაშვილებს ჰყავთ ერთი პატრონი“, – განაცხადა კობახიძემ.