დღეს, 20 დეკემბერს, 18:30 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში იმართება ნიკო გომელაურის ლექსების ახალი კრებულისა და 12 წლის განმავლობაში მიცემული ინტერვიუების მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობენ ევროპული სკოლის უფროსკლასელები.
საკონტაქტო პირი ლიკა ქობულაძე - სცენარის ავტორი და რეჟისორი 899 53 96 79.
ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. პირველი როლი შეასრულა თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლში "გუშინდელნი". ლექსების პირველი წიგნი 2001 წელს გამოსცა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული. მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. გომელაური 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა.