ოლიგარქის მიერ ხელდასხმული მარიონეტები დეოლიგარქიზაციის კანონს როგორ მიიღებენ, როცა თავად არიან ივანიშვილის ჭინკები?! - საკუთარ თავებს ხომ არ დააპატიმრებენ და გაასამართლებენ?! - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, როცა დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, რაც ევროპელმა კოლეგებმაც დაგვიმარცვლეს.
„ივანიშვილის ბანკის თანამშრომელი პრემიერია, მისი ბანკის თანამშრომელია სუს-ის უფროსი, მისი ბანკის პლასტიკური ბარათების დამმზადებელი არის თავდაცვის უფროსი, პლასტიკურ ბარათებს ამზადებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიც, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ბატონი ჩუბინიძე მისი პირადი დაცვის წევრი იყო, შს მინისტრი მისი დაცვის წევრი იყო - ესაა ოლიგარქიული მმართველობა. შესაბამისად, ოლიგარქის მიერ ხელდასხმული მარიონეტები დეოლიგარქიზაციის კანონს როგორ მიიღებენ, როცა თავად არიან ივანიშვილის წარმოდგენილი ჭინკები?! რომელ ტოტზეც სხედან, იმ ტოტს ხომ არ მოჭრიან, საკუთარ თავებს ხომ არ დააპატიმრებენ და გაასამართლებენ? როცა დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, რაც ევროპელმა კოლეგებმაც დაგვიმარცვლეს.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.