იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურაა. ეს არის პროცესი კანდიდატის სტატუსისთვის კიდევ ერთი დაბრკოლების შესაქმნელად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციას არღვევს საქართველოს ხელისუფლება და არა პრეზიდენტი.
„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მათ 100 ხმა არ აქვთ, ამიტომ ეს არის მათ მიერ წამოწყებული ავანტიურა, ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული ავანტიურა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყურადღების ფოკუსი გადაიტანონ მათ ავანტიურაზე, ამ პროცესზე. საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ვინც არღვევს კონსტიტუციას, ეს ნამდვილად არის საქართველოს ხელისუფლება და გააძლიერებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის პროცესი რუსული ქაოსის და კანდიდატის სტატუსისთვის კიდევ ერთი დაბრკოლების შესაქმნელად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.