უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება არა „სამშვიდობო გეგმას“ არამედ ზავს შეუძლია.
ორბანის თქმით, უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელია „სამშვიდობო გეგმის“ იმედით და მოლოდინით, რომ რაღაც მოხდება - აუცილებელია ცეცხლის სწრაფი, დაუყოვნებელი, უპირობო შეწყვეტა.
„ევროპის პირველი შეცდომა იყო ამ ომის გლობალიზება. ერთადერთი ჩვენი ქვეყანა იყო, რომელმაც ომის დაწყების დღესვე თქვა, რომ ის უნდა იყოს ლოკალიზებული...დასავლეთის სტრატეგიაა, რომ უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან, ჩვენ კი მათ ვაძლევთ ფულს, ინფორმაციას და იარაღს“, - განაცხად ორბანმა და აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიამ არ იმუშავა, რადგან უკრაინას ნაკლები მოსახლეობა ჰყავს.