რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებს ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მედვედევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფზახეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება რთული საკითხი იყო, თუმცა ამ პროცესებმა უზრუნველყო მშვიდობა კავკასიაში.
კრემლის მარიონეტებმა მედვედევს მადლობა გადაუხადეს ოკუპირებულ რეგიონებში „მშვიდობისა და აღმშენებლობისათვის“, რომელსაც რუსეთის ფედერაცია „უზრუნველყოფს“.
ე.წ.სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ რუსეთთან ინტეგრაციის შემდგომ პროცესებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას.
„საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ოსეთი 1774 წელს ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. მას შემდეგ არასდროს შეუცვლია თავისი ისტორიული არჩევანი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დღესაც მზად ვართ განვავითაროთ ინტეგრაციის პროცესები, მათ შორის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლით“, - განაცხადა კრემლის მარიონეტმა ალან გაგლოევმა.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას, მას რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მედვედევთნ არ უსაუბრია.