"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს, გასცეს დმიტრი მედვედევის დაპატიმრების სანქცია.
ნათელაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი სკანდალური განცხადებებით ყველა ზღვარს გასცდა.
მან ასევე მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, მოიწვიონ ირიგგარეშე სხდომა და გამოხატონ შესაბამისი რეაქცია მედვედევის განცხადებებზე.
„მას შემდეგ რაც, საქართველოს ოლიგარქიული პრორუსული რეჟიმი საბოლოოდ გაკოტრდა და იქცა, საერთო სახალხო სიძულვილის ობიექტად, მას მხსენელად კვლავ მოევლინა კრემლი, ამჯერად პუტინის ტყუპისცალ ექსპრეზიდენტ მედვედევის ხელით, რომელმაც გააფრთხილა ქართული და მსოფლიო თანამეგობრობა, თუ შეექმნება საფრთხე ოლიგარქ ივანიშვილს და მის მჩაგვრელ რეჟიმს, მაშინ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს მიიერთებს თავის შემადგენლობაში, თითქოს ახლა არ ჰქონდეს მიერთებული. მოგეხსენაბთ, ლეიბორისტული პარტიის პლატფორმა არასოდეს არ ყოფილა აღვირახსნილი ანტირუსული, მაგრამ არის საზღვრები და არის ფორმატი. მედვედევი არის ის პრეზიდენტი, რომლის ბრძანებითაც ამ ქვეყანამ მოახდინა აგრესია და ოკუპაცია ჩვენი ქვეყნისა. მივმართავ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, გაეცით დაპატიმრების სანქცია მედვედევზე, ისევე როგორც ეს განახორციელეთ პუტინზე უკრაინაში აგრესიისასთვის. უკრაინაზე ადრე საქართველო იყო და მაშინ რომ არ მოხდა რეაქცია, მაგიტომ იყო შემდეგ უკრაინა. მივმართავ ბაიდენს და ევროკავშირს, დააჩქარეთ ივანიშვილის, მისი დეპუტატების, მინისტრების, სპეცსამსახურების სანქცირება, ჩამოართვით მათ თქვენთან დაბანდებული ქონება. დაადეთ სავიზიო შეზღუდვები. მოახდინეთ მათი სრული იზოლირება. პარლამენტის წევრებს ოქროს პლაჟებზე წამოწოლილებს, მოვუწდებ შეწყვიტეთ დასვენება, სასწრაფოდ მოიწვიეთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და გამოხატეთ თქვენი პოზიცია იმ ფაქტზე, რაც იმედია, თქვენმა ყურმა გაიგო და რომელიც ეხება საქართველოს შემდგომ დაშლა განადგურებას, რაშიც თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შესრულებული. იქნებ, იშვიათად მაინც გაიღვიძოს თქვენში ქართველობამ" - ამბობს ნათელაშვილი.