"ბოდიში იყო კი, რეალურად ეგ ბოდიში იმ ტკივილს და იმ განცდას ვერ გააქარწყლებს რაც იყო, როცა კობახიძის განცხადება მოვისმინე," - ამის შესახებ შოვის სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ტვ პირველის ეთერში "დღის ამბებს" განუცხადა.
„ბოდიში მაინც მივიღე, მესიამოვნა, რომ მიხვდა დანაშაულს და არასწორ განცხადებას.
მთლიანად მოვუყევი ჩემი ისტორია, შოვში ვიყავი და იქ შევხვდით ერთმანეთს და ყველას ვანახე ის ადგილები.
ეგეც გაიგო და ისიც გაიგო, რომ ბავშვიც იბრძოდა სამი საათის განმავლობაში მეწყერში, ეს იყო ანასტასია, რომელმაც სამი საათის განმავლობაში მარტომ ებრძოლა მეწყერს," - თქვა ჯელაძემ.
ირაკლი კობახიძეს ბოდიში თავისივე განცხადების გამო მოუწია, რომელშიც მან თქვა: „იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი...რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იქ დარჩენა, ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“.