კალიფორნიის შტატის სამხრეთით მძვინვარებს ტროპიკული შტორმი „ჰილარი“, რომელმაც კოკისპირული წვიმები და წყალდიდობა გამოიწვია. აშშ-ის გრიგალის ეროვნული ცენტრის (NHC)-ის მონაცემებით, 20 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში შტორმი მოძრაობდა კალიფორნიის სამხრეთით 95კმ/სთ-ის სიჩქარით. NHC-მა მოსახლეობა შესაძლო „ისტორიული ძლიერი“ წვიმების შესახებ გააფრთხილა, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს საშიში წყალდიდობა შტატის ზოგიერთ რაიონში.
შტორმის შედეგად ნაპირებიდან გადმოვიდა რამდენიმე მდინარე. სან-დიეგოში მექსიკის საზღვრის სიახლოვეს, ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მდინარეში ჩავარდნილი ცხრა ადამიანი გადაარჩინეს. ვენტურას რეგიონში კი მდინარიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს.
აშშ-ის ამ რეგიონში ტროპიკული შტორმი საკმაოდ იშვიათობაა. ზოგიერთი მონაცემებით, კალიფორნიაში ბოლო 84 წლის განმავლობაში მსგავსი ტროპიკული შტორმი არ დაფიქსირებულა. აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა წყალდიდობის, დამანგრეველი წყალმოვარდნებისა და მეწყერის შესახებ გააფრთხილა. პროგნოზის თანახამდ, შტორმი ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებს და 22 აგვისტოს ნევადის თავზე გაქრება.