უკრაინის პრეზიდენრთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა დაგმო რუსეთის ძალების სარაკეტო დარტყმა ჩერნიგოვზე. იუწყება BBC
„ეს მხოლოდ აძლიერებს აუცილებლობას მხარი დაგიჭიროთ თქვენ ბრძოლაში“, - მიმართა შვედეთის პრემიერმა ვოლოდიმირ ზელენსკის.
ზელენსკისა და კრისტერსენის შეხვედრაზე განიხილეს შეთანხმება CV-90 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების წარმოებაზე უკრაინაში. ასევე ისუბრეს უკრაინის შეიარაღებული ძალბისთვის Gripen-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემაზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლიდა უკრაინის თავდაცვისუნარიანობას.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ახალი სამხედრო პაკეტის გადაცემის შესახებ.
აღნიშნული პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, სათადარიგო ნაწილები ჯავშანტექნიკისთვის და განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობას.