უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებთან საუბრისას შვედეთის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხი დააყენა.
ამის შესახებ მან შვედეთის პრემიერთან ულფ კრისტერსონთან შეხვედრის შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, შვედეთმა აბსოლუტურად სწორი რაციონალური არჩევანი გააკეთა ნატო-ს სასარგებლოდ და უკრაინელების არჩევანიც ანალოგიურია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნები ერთად იქნებიან ალიანსში და უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიებს, კერძოდ ბალტიის, შავი ზღისა და აზოვის რეგიონში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, მან მოუწოდა თურქეთს, მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.
„შვედეთის სასარგებლოდ არგუმენტები მოვიყვანე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ბოლო შეხვედრაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეს მომავალში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე თურქეთი, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განახლების სანაცვლოდ, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირების მხარდაჭერას დათანხმდა.