უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-არხზე წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში უკრაინის პირველ ლედისთან ერთად ჩავა. უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI-ს და დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს და საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებს.
„პირადად მადლობას გადავუხდი შვედეთს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბრძოლის მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ.
მან ასევ აღნიშნა, რონ ვიზიტის „პირველი ამოცანა იქნება უკრაინელი სამხედროების გაძლიერების საკითხი ხმელეთსა და ცაში, ორმხრივი თანმშრომლობის გნვითარება, მათ შორის თავდაცვით-სამრეწველო სფეროში, უკრაინის ევროინტეგრაცია და ევროატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოება“.
„ნატო-ს გზაზე შვედეთის სრული მხარდაჭერა. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად მივაღწევთ საიმედო მშვიდობას ბალტიის, შავი ზღვისა და აზოვის რეგიონში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.