მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა, დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების გეოპოლიტიკური პირობები გაჩნდეს.
„ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინის არმიის წყალობით. და ჩვენც ამ დროის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ დაგვეშვა ჩვენი ქვეყნის ჩართვა ომში, რომ შეგვენარჩუნებინა წესრიგი და მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, რომ გვებრძოლა სიცრუის წინააღმედგ.
ჩვენ დნსეტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ მშვიდობიანი გზით გვსურს, როდესაც უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს, შესაძლოა, გაჩნდეს გეიპოლიტიკური შესაძლებლობები, რომელიც დაგვეხმარება მშვიდობიანი გზით კონფლიქტის დარეგულირებაში“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
სანდუს თქმით, დნესტრისპირეთის პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება, რადგან ყველაფრი საკმაოდ რთულადაა. მისივე თქმით, რეინტეგრაციის პროცესი კი ისე უნდა წარიმართოს, რომ არ გამოიწვიოს მოლდოვის სახელმწიფოსა და დემოკრატიული პროცესების დასუსტება.