ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკარინის წინააღმდეგ ომში თავის მიზანს უკვე მიაღწია და ახლა უკრაინა ისე „აგრესიულად“ ვეღარ იმოქმედებს რუსეთის მიმართ.
ამის შესახებ მან უკრაინელ ჟურნალისტ დიანა პანჩენკოსთან ინტერვიუში განაცხადა.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანი უკევ შესრულებულია. უკრაინა ამ ომის დასრულების შემდეგ ვერასდროს იმოქმედებს აგრესიულად რუსეთის მიმართ, როგორც ეს ომამდე იყო. უკრაინა შეიცვლება. უპირველესად, ხელისუფლებაში მოვლენ უფრო ფრთხილი, ჭკვიანი, თუ გნებავთ ეშმაკი ადამიანები. ჭკვიანი ხალხი, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ მეზობელი ღვთის ბოძებულია, ეცოდინებათ, რომ მასთან უნდა დაალაგო ურთიერთობა“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
ლეკაშენკას ასევე მიაჩნია, რომ უკრაინა „ამერიკელების დაკრულზე არ იცეკვებს“.
მისი თქმით, პუტინის მიერ გაჩაღებული ომი გაკვეთილი იქნება თავად რუსეთისთვისაც. „აქედან ჩვენ გაკვეთილს ვისწავლით, განსაკუთრებით რუსეთი“, - თქვა ლუკაშენკამ.