ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა ნელა, მაგრამ დამაჯერებლად ათავისუფლებს თავის მიწებს და აღნიშნა, რომ ნატო უკრაინას მის საბოლოო გამარჯვებამდე დაეხმარება.
მისი თქმით, უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით არსებობს თანხმობა ამერიკის კონგრესში ორივე პარტიას შორის.
ამასთან, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ში გრძელდება შიდა დისკუსიები უკრაიანაში ომის დასრულებასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე.
ნატო-ს გენერალურმა მიდვანმა ბირთვული იარაღის საკითხზეც ისაუბრა.
მისი თქმით, არ შეინიშნება ცვლილებები რუსეთის ბირთვულ ძალებში და ამიტომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ ხედავს მიზეზებს ამ სფეროში თავისი პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით.